ფეხბურთი

18:28 | 17.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

29 თამაში და ნახევარი სეზონი: ჰარი მაგუაირი "მანჩესტერის" კაპიტანია

„მანჩესტერ იუნაიტედს“ ახალი კაპიტანი ჰყავს - ჰარი მაგუაირი. ამის შესახებ ინფორმაცია ოლე გუნარ სოლსკიაერმა დაადასტურა. „წითელი ეშმაკები“ ეშლი იანგმა დატოვა, რომელიც „ინტერში“ გადავიდა და ინგლისელი მცველიც კაპიტნად ამის შემდეგ დაწინაურდა.

„მასში ყველაფერი მეუბნება, რომ ის დაბადებულია ლიდერად. კაპიტნის სამკლავურს მაგუაირი ატარებს“, - თქვა სოლსკიაერმა.

აღსანიშნავია, რომ ჰარი „მანჩესტერ იუნაიტედს“ გასულ ზაფხულს შეუერთდა და „ოლდ ტრაფორდელთა“ რიგებში მხოლოდ 29 თამაში აქვს ჩატარებული, თუმცა უკვე გუნდის კაპიტანია.

აქვე გეტყვით, რომ 26 წლის მცველამდე პრემიერლიგის ხანაში „მანჩესტერისთვის“ ბრაიან რობსონს, სტივ ბრიუსს, ერიკ კანტონას, როი კინს, ნემანია ვიდიჩს, უეინ რუნის, მაიკლ კერიკს, ანტონიო ვალენსიასა და ეშლი იანგს უკაპიტნიათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117869