ფეხბურთი

11:54 | 17.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ფენერბახჩემ" "მილანის" მცველი დაიმატა

იტალიური „მილანის“ მცველი რიკარდო როდრიგესი კარიერას „ფენერბახჩეში“ გააგრძელებს. შვეიცარიელი სტამბოლელთა ღირსებას მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით დაიცავს.

როდრიგესი „მილანში“ 2017 წლიდან თამაშობდა, მაგრამ გასულ ზაფხულს გუნდში ტეო ერნანდესის მისვლის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და იძულებული გახდა იტალია დაეტოვებინა. 27 წლის ფეხბურთელმა „როსონერის“ ღირსება 92 შეხვედრაში დაიცვა და 4 გოლი გაიტანა.

მანამდე შვეიცარიელს სამშობლოში „ციურიხისა“ და გერმანიაში, „ვოლფსბურგის“ რიგებში უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112449