ფეხბურთი

22:10 | 16.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპული" სარეკორდო ტრანსფერისთვის ემზადება

გერმანიის ეროვნული ნაკრების და "ლევერკუზენის" ნახევარმცველი კაი ჰავერცი შესაძლოა "ლივერპულის" ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდეს. როგორც ესპანური გამოცემა Mundo Deportivo იუწყება, "მერსისაიდელები" მზად არიან ფეხბურთელის სანაცვლოდ 107 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადოს. აღნიშნულ ინფორმაცია ასევე ავრცელებენ ისეთი გამოცემები როგორებიც არიან The Sun-ი და Daily Mail-ი.

ჰავერცისადმი ინტერესი ევროპის წამყვან კლუბებს დიდი ხანია გაუჩნდათ და მედია ყველაზე ხშირად "ლივერპულს" უკავშირებს. ასევე საუბარია იმ ფაქტზე, რომ კაის დამატება იურგენ კლოპს სურს.

ჰავერცი "ლევერკუზენის" პირველ გუნდში 2016 წელს დააწინაურეს და მას შემდეგ მისი სატრანსფერო ღირებულება სტაბილურად მატულობს. ამჟამად გერმანელის ფასი 90 მილიონი ევროა. "ბაიერის" მაისურით ჰავერცმა ყველა ტურნირზე 126 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 31 გოლი და 23 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115303