კალათბურთი

23:19 | 15.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩვეული სურათი: დიდებული შენგელია და უფერული "ბასკონია"

ესპანური „ბასკონია“ მიმდინარე სეზონში ძალზე უფერად ირჯება და მორიგი მარცხი განიცადა. ამჯერად, სანქტ-პეტერბურგში, ევროლიგის აუტსაიდერ „ზენიტთან“ – 66:72.

თორნიკე შენგელია თავისი გუნდის რიგებში საუკეთესო იყო, მაგრამ ერთ მერცხალს გაზაფხული არ მოჰყავს. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 36:57 წუთში 13 ქულა, 6 მოხსნა, 6 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. თორნიკემ 8-დან 6 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო სამი სამქულიანი ვერ გამოიყენა.

შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 24-ს გაუტოლდა, რაც თანაგუნდელთა შორის საუკეთესო მაჩვენებელი იყო, ხოლო მთლიანად შეხვედრაში მხოლოდ უილ ტომასს ჩამორჩა (27).

„ბასკონიას“ 19 ტურის თავზე 7 გამარჯვების წილ 12 წაგება აქვს და მე-14 ადგილზეა, ხოლო მომდევნო შეხვედრას 17 იანვარს, ისევ რუსეთში, ამჯერად მოსკოვში, ცსკა-სთან ჩაატარებს.

0.113802