თამაშგარე

18:15 | 14.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მის ბუმ-ბუმს" მესი ახლოს ეყოლება

ყოფილმა „მის ბუმ-ბუმმა“ სუზი კორტესმა „ბარსელონას“ ვარსკვლავ ლიონელ მესისადმი სიყვარული კიდევ ერთხელ გამოხატა. 29 წლის ბრაზილიელმა ლამაზმანმა მესის სახე სხეულზე დაიხატა და როგორც თავად განაცხადა, დანაპირები შეასრულა:

„ამაზე პირველად მექსიკაში ყოფნის დროს ერთ-ერთი სატელევიზიო ინტერვიუში ვთქვი. ეს იყო დაპირება, რომელიც შევასრულე. მას შემდეგ, რაც ჩემს დუნდულებზე „ბარსელონას“ ლოგო დავიხატე, ვიფიქრე კიდევ ერთი ტატუს გაკეთება ისტორიაში საუკეთესო მოთამაშის პატივსაცემად“, - თქვა სუზიმ.

აღსანიშნავია, რომ სუზი კორტესი არგენტინელ ფეხბურთელს და მის მეუღლეს, ანტონელა როკუცოს სოციალურ ქსელში დაბლოკილი ჰყავთ, მას შემდეგ რაც კორტესმა რამდენიმე პროვოკაციულ ფოტოზე მონიშნა.

მოგვიანებით, 29 წლის ბრაზილიელმა „მის ბუმ-ბუმმა“ ონლაინ კამპანია წამოიწყო, გულშემატკივრებს დახმარებას სთხოვდა, რომ მეს დაერწმუნებინათ, სოციალურ ქსელში ბანის მოხსნაში. სუზის ახალი ტატუირებით კი, ადვილად პროგნოზირებადია, რომ მესის მეუღლე მაინცდამაინც აღფრთოვანებული არ დარჩება.

0.124395