ფეხბურთი

15:21 | 14.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

თვითმართველობა "რეალში": პენალტების შემსრულებლები რამოსმა და კროოსმა შეარჩიეს (+VIDEO)

მადრიდის „რეალში“ ფეხბურთელთა თვითმართველობაა. ყოველშემთხვევაში მადრიდის „ატლეტიკოსთან“ პენალტების სერიის წინ თერთმეტმეტრიანების შემსრულებლები თავად ფეხბურთელებმა დაასახელეს და არა ზინედინ ზიდანმა.

Movistar-ის კამერეით გადაღებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ სერხიო რამოსი თავად არჩევს იმ მოთამაშეებს, რომლებიც პენალტებს შეასრულებდნენ. რამოსს ასისტენტობას გერმანელი ტონი კროოსიც უწევს, რომელმაც გადაწყვიტა, რომ საწყისი ოთხი დარტყმიდან ბურთთან არ მისულიყო.

საბოლოოდ, რამოსისა და კროოსის არჩევანი უნაკლო გამოდგა. „რეალმა“ ოთხიდან ოთხივე პენალტი გაიტანა და „ატლეტიკოს“ 4:1 აჯობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108607