ფეხბურთი

20:50 | 13.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მერანმა" სარდალიშვილი დაიმატა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ახალწვეულმა თბილისის „მერანმა“ მიშიკო სარდალიშვილი დაიმატა. 27 წლის ფეხბურთელმა კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სარდალიშვილს კარიერის უმეტესი ნაწილი საჩხერის „ჩიხურაში“ აქვს გატარებული და გასულ სეზონში ჩატარებულ 34 თამაშში 8 გოლის გატანა და 8 საგოლე პასის შესრულება მოახერხა. გარდა ამისა, „გაგრაში“, „ზესტაფონსა“ და „ტორპედოში“ უთამაშია.

„მერანი“ ახალი სეზონისთვის აქტიურ მზადებას 15 იანვარს დაიწყებს და შეკრების პირველ ეტაპს თბილისში გაივლის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111824