სხვა

13:18 | 13.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰაცუ ბაშოზე ტოჩინოშინმა პირველი გამარჯვება მოიპოვა (+VIDEO)

ჰაცუ ბაშოს მეორე საშეჯიბრო დღეს პირველი გამარჯვება მოიპოვა ტოჩინოშინმა. მე-6 მაეგაშირას სტატუსით მოასპარეზე ქართველი სუმოისტი მე-7 მაეგაშირა ონოშოს დაუპირისპირდა და ოშიდაშის ილეთით დაამარცხა.

აღნიშნული წყვილი ერთმანეთს მეორედ შეხვდა და მათი მოგება-წაგების ბალანსი გათანაბრდა - 1:1-ზე.

ტოჩის მომდევნო მეტოქე მე-8 მაეგაშირა რიუდენი იქნება, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე 1 მოგების საპირისპიროდ 1 მარცხი აქვს.

რაც შეეხება ურთუიერთშეხვედრებს, ლევანი რიუდენს აქამდე 3-ჯერ შეხვედრილა, რომელთაგანაც 2 მოიგო, ერთხელ კი დამარცხდა.

გაგამარუმ კი მესამე დივიზიონ მაკუშიტაში პირველი ორთაბრძოლა გამართა და გოკუშინდოსთან ჰატაკიკომის ილეთით დამარცხდა. ჩვენებურს აღნიშნულ მეტოქესთან აქამდე მხოლოდ 1 შეხვედრა ჰქონდა ჩატარებული და მისი დამარცხება 2018 წლის ნოემბრის ბაშოზე იორიკირის ილეთით მოახერხა, თუმცა დღევანდელი მარცხით მათი მოგება-წაგების ბალანსი გათანაბრდა -1:1.

0.112972