ფეხბურთი

21:54 | 12.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: გიორგი პაპუნაშვილი "რასინგის" ფეხბურთელია

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი „რასინგის“ ფეხბურთელია. ინფორმაციას როგორც სანტანდერული გუნდი, ისე „სარაგოსა“ ოფიციალურად ადასტურებენ. პაპუნაშვილი „რასინგში“ 2020 წლის 30 ივნისამდე იჯარის წესით ითამაშებს და შემდეგ არაგონულ კლუბს დაუბრუნდება.

გიორგი „სარაგოსაში“ 2017 წლიდან თამაშობდა და 58 მატჩში 13 გოლის გატანა მოახერხა. რაც შეეხება უშუალოდ მიმდინარე სეზონს, ლა ლიგა 2-ში 11 თამაში გამართა და გოლი არ გაუტანია, ხოლო ესპანეთის თასზე მოედანზე ორჯერ გამოჩნდა და ორი გოლიც გაიტანა. მათ შორის ერთი გუშინ, ტარაგონას „ხიმნასტიკის“ კარში.

სანტანდერის „რასინგი“ ერთ დროს ლა ლიგაში ღირსეულად თამაშობდა, მაგრამ ახლა რთული პერიოდი უდგას და ლა ლიგას 2-ის გასავარდნ ზონაშია, ბოლოსწინა, 21-ე ადგილზე 19 ქულით, ხოლო სამშვიდობოს 3 ქულა აშორებს.

აღსანიშნავია, რომ სანტანდერელებს ნოემბრის შემდეგ გამარჯვება არ მოუპოვებიათ. უახლოეს მატჩს კი 16 იანვარს, ლა კორუნიაში, „დეპორტივოსთან“ ჩაატარებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125507