კალათბურთი

19:19 | 12.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ქართული დერბი შენგელიას უპირატესობით

ესპანეთის ლიგა ენდესაში სამმატჩიანი წარუმატებელ სერიას როგორც იქნა წერტილი დაუსვა თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“, რომელმაც ბექა ბურჯანაძის „გრან კანარია“ მისსავე მოედანზე 89:72 დაამარცხა.

კარგი მატჩი ჰქონდა თორნიკე შენგელიას, რომელმაც MVP-ის ტიტულამდე ცოტა დააკლდა. ქართველმა მძიმე ფორვრდმა 34:16 წუთში 13 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი მიითვა. თორნიკემ 7-დან 4 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო ორი სამქულიანი ააცილა. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 22-ს გაუტოლდა.

ამ მაჩვენებლით შენგელია მხოლოდ თანაგუნდელ შევონ შილდსს ჩამორჩა (24) და მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზიც შევონს ერგო.

რაც შეეხება ბექა ბურჯანაძეს, 17:40 წუთში 10 ქულა და 3 მოხსნა შესძინა საკუთარ გუნდს. ბექამ 3-დან 3 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, თუმცა სამჯერ სამქულიანი გააცუდა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა 10 შეადგინა. მეტ ჯენინგზეც გეტყვით, რომელმაც ამ შეხვედრაში 23:47 წუთი ითამაშა და 8 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.

„ბასკონიას“ 17 ტურის შემდეგ 8 მოგებითა და 9 წაგებით მე-11 ადგილი უკავია, მომდევნო ტურში კი, 19 იანვარს „რეალს“ ესტუმრება. რაც შეეხება გრან კანარიას, იგივე მოგება-წაგების ბალანსით მე-12 საფეხურზეა, ხოლო 18 იანვარს, „სარაგოსას“ სტუმრად შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11563