მაურო იკარდი „პარი სენ ჟერმენში“ ჩინებულად ჩაეწერა და გუშინ საფრანგეთის ლიგის თასზე „სენტ ეტინეთან“ პარიზული გუნდის მაისურით პირველი ჰეთ-თრიქიც გაიფორმა.
საინტერესოა, რომ იკარდის პსჟ-ს რიგებში ჩატარებულ 19 მატჩში უკვე 17 გოლი დაუგროვდა და ეს ყველაფერი 24 დარტყმიდან. ამრიგად, არგენტინელის რეალიზაციის მაჩვენებელი ძალიან მაღალია - 70%.
ერთი საინტერესო დეტალიც: იკარდის ერთი გოლი ყოველ 73 წუთში გააქვს დაა ბურთთან მისი ყოველი მე-19 შეხება გოლით სრულდება.
შეგახსენებთ, მაურო იკარდი „ინტერის“ საკუთრებაა და "პარი სენ ჟერმენში“ იჯარით თამაშობს.