ავტოსპორტი

17:22 | 8.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფერსტაპენმა „რედ ბულთან“ კონტრაქტი გააგრძელა`

მაქს ფერსტაპენმა „რედ ბულ რეისინგთან“ კონტრაქტი 2023 წლის სეზონის ბოლომდე გააგრძელა. ამგვარად, წერტილი დაესვა ჭორებს იმის თაობაზე, რომ თითქოს, ჰოლანდიელი მრბოლი, „ფერარიში“ ან „მერსედესში“ გადასვლას აპირებს.

ფერსტაპენმა გასული სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა. რაც მთავარია, სეზონის ბოლოს, „რედ ბულის“ კონკურენტუნარიანობა საგრძნობლად გაიზარდა, რაც გუნდსაც და მის პილოტებსაც იმის იმედს აძლევს, რომ ახალი სეზონიდან, ისინი ტიტულისთვის ბრძოლაში ჩაებმებიან.

„ძალიან მიხარია, რომ გუნთან თანამშრომლობას ვაგრძელებ. რედ ბულს ჩემი სჯერა და ფორმულა 1-ში თავის გამოჩენის საშუალება მომცა, რისთვისაც ყოველთვის მადლიერი ვიქნები. წლების განმავლობაში, ამ გუნდს სულ უფრო ვუახლოვდები და სიამოვნებით ვმუშაობ ამ დიდებულ ხალხთან. ჰონდას შემოერთების შემდგ, ბოლო 12 თვეში ისეთ პროგრესს მივაღწიეთ, რაც მოტივაციას მიძლიერებს და იმის იმედს მაძლევს, რომ ჩვენ ერთად გამარჯვებებს შევძლებთ. რედ ბულთან ერთად გამარჯვება მწყურია და რა თქმა უნდა, ჩვენს მიზანს, მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვება წარმოადგენს“, - ამბობს ფერსტაპენი.

ჰოლანდლი მრბოლი „ტორო როსოდან“ „რედ ბულში“ 2016 წელს გადავიდა და მალევე, ფ1-ის ისტორიაში, რბოლის ყველაზე ახალგაზრდა გამრჯვებული გახდა. მომდევნო ორ სეზონში მან ორ-ორი რბოლა მოიგო, გასული სეზონი კი მისთვის საუკეთესო იყო - სამი გამარჯვება მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.166071