იტალიის სერია A-ში დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი დასახელდა. აღნიშნული ინფორმაცია ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა გააჟღერა.
სერბმა დეკემბერში სამი თამაში ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი შეასრულა.
მთლინობაში კი, რომის „ლაციოს“ ნახევარმცველის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 17 მატჩი და 3 გოლია.