ფეხბურთი

23:02 | 7.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლევან შენგელიას გოლი თურქეთში

ლევან შენგელიამ 2020 წლის პირველივე შეხვედრაში გოლი გაიტანა. თუმცა არა თურქეთის სუპერლიგის ეგიდით, არამედ ამხანაგურ შეხვედრაში.

„ქონიასფორი“ მოსამზადებელ ეტაპს გადის და სპარინგშეხვედრა ქვედალიგელ „ალტინორდუსთან“ გამართა, რომელიც 2:1 დაამარცხა. ლევანმა მე-14 წუთზე ანგარიში გახსნა და მოედანზე შესვენებამდე იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, შენგელიას მიმდინარე სეზონში სუპერლიგაში 9 შეხვედრა აქვს ჩატარებული, თუმცა გოლი არ გაუტანია. ერთხელ ავტოგოლი მიითვალა, ერთხელაც წითელი ბარათი მიიღო. მისი გუნდი კი, პირველი წრის შემდეგ გასავარდნი ზონის ზღავრზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113239