კალათბურთი

22:21 | 5.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას "ბასკონიას" კრიზისი არ სრულდება

ესპანეთის ლიგა ენდესაში „ბასკონია“ წარუმატებელ გამოსვლას აგრძელებს და ვიტორიელებმა ზედიზედ მესამე თამაში წააგეს, ამჯერად, სახლში „მანრესასთან“. შეხვედრა მეტად დაძაბული გამოდგა და გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წამებამდე უცნობი იყო, საბოლოოდ კი, სტუმრებმა 80:79 იმარჯვეს.

ქართველ მძიმე ფორვარდს განსაკუთრებულად შედეგიანი თამაში არ ჰქონია, მაგრამ „ბასკონიას“ რიგებში მაინც საუკეთესო გახლდათ.

თორნიკემ 33 წუთში 8 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. 5-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 2 სამქულიანი ააცილა. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 16 გამოდგა, რაც ვიტორიელთა შორის საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

„ბასკონიას“ 7 მოგების საპირწონედ 9 წაგება აქვს და მე-12 ადგილს ამაგრებს, მომდევნო ტურში კი 12 იანვარს, „გრან კანარიას“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11448