ფეხბურთი

16:58 | 4.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძე "რანდერსს" ტოვებს

დანიური „რანდერსის“ ქართველი შემტევი საბა ლობჟანიძე დიდი ალბათობით, მალე გუნდს შეიცვლის. ეს ან მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში მოხდება, ან ზაფხულში.

„რანდერსის“ სპორტულმა დირექტორმა სურენ პედერსენმა სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლობჟანიძის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდებათ.

„ახლა რთულია იმის პროგნოზი რამდენად რეალური წინადადება გვექნება მაგიდაზე, მაგრამ ვიცით, რომ ნებისმიერ ფასად არ გავყიდით. დიახ, სამწუხაროა, რომ ამაზე გვიწევს საუბარი, მაგრამ ამავე დროს საბას დიდი წვლილი აქვს იმაში, რომ სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში ვიმყოფებით, ამან კარგი სატელევიზიო უფლებები მოგვიტანა და სხვა საკითხებიც. რა თქმა უნდა, ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს საბა ლობჟანიძეს.

ცხადია, ხელშეკრულების გახანგრძლივებაზეც ვმუშაობთ, დიალოგი გვაქვს ერთმანეთთან, მაგრამ აშკარაა, რომ რაც უფრო დრო გადის, ეს უფრო და უფრო ნაკლებად რეალური ხდება“, - თქვა სურენ პედერსენმა.

შეგახენებთ, საბა ლობჟანიძე „რანდერსის“ ღირსებას 2017 წლიდან იცავს და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 87 მატჩში 29 გოლის გატანა შეძლო, ხოლო უშუალოდ მიმდინარე სეზონში 15 თამაშში 8 გოლი მიითვალა.

საბამ ცოტა ხნის თავადაც განაცხადა, რომ კარიერის გაგრძელება უფრო მაღალი დონის გუნდში უნდა და თუ იანვარში ვერ დატოვებს „რანდერსს“, ზაფხულში ტრანსფერი აუცილებლად შედგება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120859