ფეხბურთი

12:08 | 3.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულმა" "სიტის" რეკორდი გაიმეორა

პრემიერლიგის მატჩში "ლივერპულმა" შინ "შეფილდი" 2:0 დაამარცხა. "ლივერპულმა" საწყის 20 შეხვედრაში ინგლისის ჩემპიონატში 19 მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა. 20 ტურის შემდეგ "მერსისაიდელებს" 58 ქულა აქვთ, რაც მანჩესტერ "სიტის" რეკორდის გამეორებაა, აღნიშნულ ინფორმაციას OptaJoe ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "სიტის" 20 ტურის შემდეგ 58 ქულა 2017/18 წლების სეზონში ჰქონდა.

0.147718