კალათბურთი

2:29 | 3.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

შენგელია "ბასკონიას" ევროლიგაში წარუმატებელი სერიის დასრულებაში დაეხმარა

ევროლიგაში სამმატჩიანი წარუმატებელი სერია დაასრულა „ბასკონიამ“, რომელმაც ესპანურ დერბიში „ბარსელონას“ უმძიმეს ბრძოლაში, 76:74 აჯობა. შეხვედრის მიმდინარეობა, ესოდენ დაძაბულ ბრძოლას არ მოასწავებდა, რადგან ვიტორიელებმა პირველი ტაიმი 16 ქულით მოიგეს, თუმცა შესვენების შემდეგ კატალონელებმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს, მაგრამ წაგებას ვერ გადაურჩნენ.

აღნიშნულ გამარჯვებაში „ბასკონიას“ კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ თავისი წვლილი შეიტანა. ქარველმა მძიმე ფორვარდმა 31:09 წუთში 13 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. თორნიკემ 7-დან 5 ორქულიანი და 3-დან 1 სამქულიანი ისროლა, ხოლო საჯარიმო ხაზზე არ დამდგარა. შედეგად, შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა, რითაც თანაგუნდელთა შორის მხოლოდ ჰენრი პიერიას ჩამორჩა (22).

„ბასკონიას“ რიგებში მეტ ჯენინგი კი, 29 წუთში 8 ქულით, 2 მოხსნითა და 2 პასით გამოირჩა.

ვიტორიელებს 17 ტურის შემდეგ 7 გამარჯვების წილ 10 მარცხი აქვთ და სატურნირო ცხრილში მე-12 პოზიციაზე იმყოფებიან. მომდევნო შეხვედრას „ბასკონია“ 10 იანვარს, საკუთარ მოედანზე „ფენერბახჩესთან“ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123145