ფეხბურთი

21:38 | 31.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივი" ხუთმა ფეხბურთელმა დატოვა

თბილისის „ლოკომოტივი“ ხუთმა ფეხბურთელმა დატოვა. როგორც „რკინიგზელთა“ ვებგვერდი იტყობინება, ირაკლი კომახიძემ, ლაშა გვალიამ, გიორგი გოროზიამ, დავით ჯიქიამ და ლუკა კიკაბიძემ გუნდი დატოვეს.

ხუთივე ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი დაუსრულდათ. „ლოკომოტივი“ მათ მადლობას უხდის გაწეული სამსახურისთვის და მომავალში წარმატებებს უსურვებს.

ჯიქია კარიერას ქობულეთის „შუქურაში“ გააგრძელებს, ხოლო დანარჩენების ბედი ამ ეტაპზე უცნობია.

შეგახსენებთ, „ლოკომოტივმა“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გასულ სეზონში მეოთხე ადგილი დაიკავა და ზაფხულში ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

0.122919