ავტოსპორტი

20:59 | 30.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

როსი ბოტასის ადგილის დასაკავებლად მზადაა

ვალენსიაში, ლუის ჰამილტონთან ერთად ჩატარებული საჩვენებელი ტესტების შემდეგ, რომელზეც „მერსედესის“ ფორმულა 1-ის მანქანით გამოვიდა, მოტორ გრანპრის მრავალგზის ჩემპიონმა ვალენტინო როსიმ იხუმრა, რომ მზადაა, მომავალი სეზონისთვის, სამქიმიანების რიგებში, ვალტერი ბოტასის ადგილი დაიკავოს.

„სერიოზულად ვამბობ, რომ მოტორბოლებში კარიერის დასრულების შემდეგ, ათი წელი ავტოსპორტში გამოსვლებს ვგეგმავ. არსებობს ხუთი-ექვსი ისეთი რბოლა, რომლებში მონაწილეობასაც ვისურვებდი. ესაა ლე მანის 24 საათი, სპას 24 საათი და ძალიან მინდა ნურბურგრინგის 24-ში გამოსვლა, რადგან ეს ტრასა ძალიან მომწონს“, - ყვება როსი.

„რა თქმა უნდა, ფ1-ში ჩემს მატარებელს ჩავლილი აქვს. მაგრამ ვალენსიაში ტესტების დროს, მე თავს ფ1-ის მრბოლად ვთვლიდი. სამწუხაროდ, შესაბამის ასაკში არ ვარ, მაგრამ თუ ვალტერი ბოტასი ჩემთან ადგილის გაცვლას მოისურვებს, ამისთვის მზად ვარ. ამ შემთხვევაში, 2020 წლის სეზონში ფორმულა ერთში ერთად იასპარეზებენ ჰამილტონი და როსი, მოტო გრანპრიში კი - ბოტასი და ვინიალესი. ფ1-ის ტესტები ძალიან მომეწონა. კარგად გავერთე. ყველაზე მეტად, მუხრუჭებთან შეჩვევა გამიჭირდა, ინსტინქტურად, პედალს მეტისმეტად ადრე ვაჭერდი. ამასთან, დიდი სიზუსტეა საჭირო გაზის პედლის გამოყენებისას, რადგან მასზე მანქანა მკვეთრად რეაგირებს“, - ყვება როსი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.148385