კალათბურთი

2:37 | 29.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ბურჯანაძის 10-ქულიანი თამაში ესპანეთში

ესპანეთის ლიგა ენდესაში მორიგი გამარჯვება მოიპოვა ბექა ბურჯანაძის „გრან კანარიამ“, რომელმაც „ბურგოსთან“ საშინაო შეხვედრაში უმძიმეს ბრძოლაში იმძლავრა - 92:89.

აღნიშნულ წარმატებაში თავისი წვლილი ქართველმა კალათბურთელმაც შეიტანა. ბურჯანაძემ 23:52 წუთში 10 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა. ბექამ 5-დან 4 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 14-ს გაუტოლდა.

„გრან კანარიას“ 8 გამარჯვების საპირწონედ 7 მარცხი აქვს და პლეი-ოფის ზონაში, მეშვიდე პოზიციაზეა. მომდევნო ტურში კი, 5 იანვარს, სევილიის „ბეტისს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109777