კალათბურთი

2:05 | 29.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას "ბასკონია" ისევ უფერულია

ესპანური „ბასკონიასთვის“ მიმდინარე სეზონი ერთობ უფერულად მიმდინარეობს და გუნდს ვერც ახალი მწვრთნელი დუშკო ივანოვიჩი შველის, რომლის ხელმძღვანელობით ვიტორიელებმა ზედიზედ მეორედ განიცადეს გამანადგურებელი მარცხი.

ამჯერად, ესპანეთის ლიგა ენდესას მე-15 ტურში სტუმრად „სარაგოსასთან“ – 80:101. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ივანოვიჩის ხელმძღვანელობით თორნიკე შენგელიაც ვეღარ ირჯება ძველებურად.

ქართველმა სამი დღის წინ ევროლიგაში კინკილა ქულით დაასრულა თამაში, ახლა კი 31:33 წუთში 12 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. თორნიკემ 9-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო 3 სამქულიანი ააცილა. შედეგად მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 12-ს გაუტოლდა. მეტ ჯენინგი კი ვიტორიელებს 8 ქულით შეეწია.

„ბასკონიას“ 7 გამარჯვების წილ 8 მარცხი აქვს და მე-12 ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 5 იანვარს, „მანრესას“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108983