ფეხბურთი

1:57 | 28.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგური დრამა: "ვულვზის" სასწაული "მანჩესტერ სიტისთან" (+VIDEO)

ინგლისის პრემიერლიგის მე-19 ტურში „მანჩესტერ სიტი“ „ვულვზს“ ესტუმრა და უდრამტულეს ბრძოლაში დამარცხდა.

პეპ გვარდიოლას გუნდი მე-12 წუთზე ედერსონის გაძევების შედეგად მოედანზე კაცნაკლული დარჩა. თუმცა, რაჰიმ სტერლინგის დუბლით (25-ე და 50-ე წუთებზე) კომფორტული უპირატესობა მოიპოვა.

მიუხედავად ამისა, შემდეგ „მგლებმა“ სასწაული ჩაიდინეს. ადამა ტრაორეს, რაულ ხიმენესისა და მეტ დოჰერტის გოლებით „ვულვზმა“ 3:2 მოიგო და „სიტის“ საჩემპიონო ამბიცია კიდევ ერთხელ გააფერმკრთალა.

აღსანიშნავია, რომ „ვულვზმა“ მიმდინარე სეზონში „მანჩესტერ სიტი“ მეორედ დაამარცხა.

„ვულვზი“ – „მანჩესტერ სიტი“ 3:2

გოლები: 0:1 სტერლინგი (25), 0:2 სტერლინგი (50), 1:2 ტრაორე (55), 2:2 ხიმენესი (82), 3:2 დოჰერტი (89)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130526