ფეხბურთი

15:47 | 25.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელსი“ ვერნერის ყიდვას იანვარში შეეცდება

„ჩელსი“ შეეცდება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას შიძინოს „ლაიპციგის“ შემტევი, ტიმო ვერნერი - გვამცნობს Daily Express.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „არისტოკრატების“ მთავარი მწვრთნელი, ფრენკ ლამპარდი ზამთრის საყიდლებისთვის 150 მილიონ ევროს მიიღებს. კლუბის სკაუტები კი ვერნერს საგანგებოდ აკვირდებოდნენ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩში „ლიონის“ წინააღმდეგ.

ვერნერით ასევე დაინტერესებულნი არიან „ლივერპული“ და „მანჩესტერ იუნაიტედი.“

მიმდინარე სეზონში ვერნერმა ბუნდესლიგის 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 18 ბურთი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.151727