ფეხბურთი

10:51 | 25.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

კონტეს ალონსოს გადაბირება სურს

„ჩელსის“ მცველით, მარკოს ალონსოთი, მილანის „ინტერია“ დაინტერესებული. „ნერაძური“ ესპანელი უკანახაზელის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ყიდვას გეგმავს - წერს La Gazzetta dello Sport.

თავის დროზე, როცა „ინტერის“ ამჟამინდელი დამრიგებელი, ანტონიო კონტე „ჩელსის“ წვრთნიდა, ალონსო მისი ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელი იყო და ახლა „ინტერშიც“ იწვევს.

ეგ არის, „ჩელსი“ ალონსოში 40 მილიონ ევროს ითხოვს და დათანხმდება თუ არა ამ თანხაზე იტალიური კლუბი, ჯერ უცნობია.

0.112364