ფეხბურთი

23:58 | 24.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვანდა ნარა: "სექსს 10-დან 10 ქულით ვაფასებ, საწოლში ჩემთან არავის მოუწყენია"

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელის, მაურო იკარდის მეუღლე ვანდა ნარა ქმარზე არანაკლები პოპულარობით სარგებლობს.

არგენტინელმა ლამაზმანმა იტალიურ მედიასთან თავისი პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ იკარდისთვის არასდროს უღალატია. შესაბამისად, ხორვატ ფეხბურთელ მარსელო ბროჟოვიჩთან ფლირტი გამორიცხა. ნარა უფრო შორსაც წავიდა და სექსუალურ ცხოვრებაზე მცირე დეტელებიც გაამხილა:

„ყველა ამბობს, რომ იკარდის კარიერის დანგრევა მინდა, მაგრამ ეს სიმართლე არაა! რქები მაუროსთვის არასდროს დამიდგამს, მან ჩემი ყველა პაროლი იცის. დარწმუნებული ვარ, იგივე არც მაუროს გაუკეთებია. ფარულად მის ტელეფონს ვამოწმებ და აქამდე არაფერი მიპოვნია.

მარსელო ბროჟოვიჩთან ფლირტი? ეს არის ჭორები, რომელიც ყველაზე მეტად მაწუხებდა. ის ჩემი ქმრის თანაგუნდელი იყო და ამიტომ, რეალურად მას არასდროს შევხედრილვარ.

რამდენს ნიშნავს სექსი ჩემთვის 1-დან 10-მდე? 10! ჩემთან ჯერ არავის მოუწყენია, მიუხედავად იმისა, რომ საწოლში მხოლოდ 3-4 პარტნიორი მყავდა. პირველი სექსი? 18 წლის ასაკში მქონდა, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი“, - განაცხადა ვანდამ.

0.114796