ფეხბურთი

21:51 | 24.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

პაპუნაშვილით ესპანური გუნდი დაინტერესდა

ესპანური „სარაგოსას“ ქართველი ლეგიონერი გიორგი პაპუნაშვილი შესაძლოა იანვრიდან ახალ გუნდში ვიხილოთ. პაპუნაშვილს აქამდე MLS-ის ბინადარ „დალასს“ უკავშირებდნენ, ხოლო ახლა მსურველი ესპანეთიდანაც გამოუჩნდა.

Elgoldigital-ის ინფორმაციით, ხიხონის „სპორტინგის“ მთავარმა მწვრთნელმა მიროსლავ ჯუკიჩმა ზამთარში გუნდის ხელმძღვანელობას ტრანსფერები მოთხოვა. გიორგი პაპუნაშვილი კი, ერთ-ერთი მათგანია, რომლის მიმართაც სერბი სპეციალისტი დაინტერესებულია.

ქართველი შემტევი მიმდინარე სეზონში „სარაგოსას“ ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება და ტრანსფერის ალბათობას ეს კიდევ უფრო ზრდის. გიორგი არაგონულ გუნდში 2017 წლიდან თამაშობს და 57 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი.

რაც შეეხება „სპორტინგს“, ახლო წარსულში ლა ლიგის მუმდივი ბინადარი იყო, ახლა კი ლა ლიგა 2-ში 21 თამაშში მოპოვებული 25 ქულით მე-15 ადგილზეა.

0.113668