კალათბურთი

16:30 | 24.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: თორნიკე შენგელიას "ბასკონიას" ახალი მწვრთნელი ჰყავს

თორნიკე შენგელიას „ბასკონიას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - დუშკო ივანოვიჩი. როგორც ესპანური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, მონტენეგროელი „ბასკონიას“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაწვრთნის.

„ბასკონია“ ივანოვიჩისთვის პრაქტიკულად მეორე სახლია, რადგან აქ 2000-2005 და 2008-2012 წლებში მუშაობდა. კლუბმაც ყველაზე მეტი ტიტული მისი ხელმძღვანელობით მოიგო - ესპანეთის ჩემპიონობა ორჯერ (2002, 2010), ესპანეთის თასი სამჯერ (2002, 2004, 2009) და ესპანეთის სუპერთასი ერთხელ (2008).

62 წლის სპეციალისტი „ბასკონიას“ სტამბოლის „ბეშიქთაშიდან“ შეუერთდა, ხოლო მისი ხელახალი დებიუტი 26 დეკემბერს, ევროლიგაში გერმანული „ალბას“ წინააღმდეგ შედგება.

„ბასკონიას“ აქამდე ველიმარ პერასოვიჩი წვრთნიდა, რომელიც ცოტა ხნის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაითხოვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114941