ჩოგბურთი

12:15 | 23.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ATP-იმ წლის ნომინაციების გამარჯვებულები დაასახელა


2019 წლის საუკეთესო ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი გახდა. რაფამ წელს როლან გაროსი, ამერიკის ღია პირველობა, რომის და მონრეალის მასტერსი, დევისის თასი მოიგო. რაფამ სეზონი რეიტინგში პირველ პოზიციაზე დაასრულა.
გულშემატკივრების ფავორიტი როჯერ ფედერერია. როჯერი გულშემატკვირების ფავორიტი ზედიზედ მეჩვიდმეტედ გახდა. როჯერმა დუბაის, ჰალეს, ბაზელის და მაიამის ტურნირები. წყვილთა თანრიგში გულშემატკივრების რჩეული მაიკ და ბობ ბრაიანის წყვილი გახდა.


წლის დაბრუნება - ენდი მარეი. ენდიმ სეზონის დასაწყისში ოპერაცია გაიკეთა და გულშემატკვირებს დაემშვივოდბა. თუმცა მარეიმ დაბრუნება მოახერხა უამრავ ტურნირზე იასპარეზა. ბრიტანელმა ანტვერპენის ტურნირი მოიგო.
წლის პროგრესი - მატეი ბერეტინი. ბერეტინიმ სეზონი რეიტინგში 54-ე პოზიციაზე დაიწყო და წელი მერვე ადგილზე დაასრულა. მოუგო შტუტგარტის და ბუდაპეშტის ტურნირები.
წლის ახალწვეული იანიკ სინერია. რომელმაც სეზონი 553-ე დგილზე დაიწო და 78-ზე დაასრულა.
წლის ჰუმანიტარის ჯილდო კევინ ანდერსონმა მიიღო, რომელიც ტრავმის გამო კორტზე ხშირად არ გამოდიოდა, მაგრამ ბევრ საქველმოქმედო აქციაში მიიღო მონაწილეობა.
წლის საუკეთესო მწვრთნელი დანილ მედვედევის მენტორი ჟილ სერვარა გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13274