ფეხბურთი

20:38 | 22.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

მერებაშვილი - ლეგიონერებს შორის "ვისლას" ყველა დროის გოლეადორი და ტურის სიმბოლური

პლოცკის „ვისლას“ ქართველი ლეგიონერი გიორგი მერებაშვილი პოლონეთის ჩემპიონატის მეოცე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. მერებაშვილი ექსტრაკლასას ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოარჩია.

ჩვენებურმა გუშინ „პიასტის“ წინააღმდეგ დუბლი შეასრულა და საკუთარ გუნდს 2:1 მოაგებინა. განსაკუთრებით ეფექტური გამოდგა გიორგის მეორე გოლი პოლონეთის მოქმედი ჩემპიონის კარში.

აქვე გეტყვით, რომ გუშინ შესრულებული დუბლით ქართველი შემტევი „ვისლას“ ისტორიაში ყველაზე დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა ლეგიონერთა შორის - 21 გოლით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117189