კალათბურთი

11:15 | 22.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჰარდენმა 47 ქულა ჩააგდო, "მილოუკმა" "ნიუ იორკს" აჯობა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ცხრა შეხვედრა გაიმართა.
"მილოუკი ბაქსმა" გასვლაზე "ნიუ იორკს" 123:102 აჯობა. ვისკონსინელები მატჩის სტარტევე დაწინაურდნენ და მატჩის ბოლომდე ნიუ იორკელები მდევრის როლში გახლდნენ. იანის ადეტოკუმპომ 22: ქულა 11 მოხსნა და 10 პასი მიითვალა. კრის მიდელტონს 23 ქულა ჰქონდა. "ნიუ იორკში" 20 ქულით რენდლე გამოირჩა. "მილოუკი" 26 მოგებით და 4 წაგებით აღმოსავლეთ კონფრენციაში პირველ ადგილზეა.
ლოს ანჯელეს "კლიპერსმა" გასვლაზე "სან ანტონიოს" 134:109 მოუგო. ტეხასელებმა მარტო ბოლო პერიოდის 2 ქულით მოგება მოახერეს. მატჩში გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ლოს ანჯელესელებმა 38:22 მოიგეს. კავაი ლეონარდმა 26 ქულა, 9 პასი და 7 მოხსნა მიითვალა. დეროზანს 24 ქულა ჰქონდა. "კლიპერსი" 22 მოგებით და 9 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა.
"ფინიქსი" საკუთარ დარბაზში "ჰიუსტონთან" 125:139 დამარცხდა. ტეხასელებმა მეტოქეს ოთხივე პერიოდი მოუგეს. ჯეიმს ჰარდენმა გუნდს 47 ქულა, 7 პასი და 6 მოხსნა შესძინა. რასელ უესტბრუკს 30 ქულა და 19 პასი ჰქონდა. "ჰიუსტონი" 20 მოგებით და 9 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა.

"შარლოტ ჰორნეტსი" - "იუტა" 107:114 (33:31, 31:25, 22:28, 21:30)
https://www.youtube.com/watch?v=g38utl1p23o

"ბრუკლინი" - "ატლანტა" 122:112 (34:34, 26:39, 25:25, 37:14)
https://www.youtube.com/watch?v=fT3NELnfbrU

"დეტროიტი" - "ჩიკაგო" 107:119 (28:25, 31:28, 30:40, 8:26)
https://www.youtube.com/watch?v=3CXTBagrEoM

"ფილადელფია" - "ვაშინგტონი" 125:108 (32:25, 33:28, 23:27, 37:28)
https://www.youtube.com/watch?v=023cvptSd2k

"ნიუ იორკი" - "მილოუკი" 102:123 (23:37, 31:31, 16:27, 32:28)
https://www.youtube.com/watch?v=ei6qS_AHJUc

"მემფისი" - "საკრამენტო" 119:115 (23:21, 37:29, 31:28, 28:37)
https://www.youtube.com/watch?v=mLpQbYTC9TY

"სან ანტონიო" - "კლიპერსი" 109:134 (31:33, 30:39, 22:38, 26:24)
https://www.youtube.com/watch?v=olhYM_DBY9k

"ფინიქსი" - "ჰიუსტონი" 125:139 (35:36, 30:34, 30:36, 30:33)
https://www.youtube.com/watch?v=uisitOW9eeM

"პორტლენდი" "მინესოტა" 113:106 (27:23, 34:29, 22:28, 30:26)
https://www.youtube.com/watch?v=90sExr0yMSQ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114501