ფეხბურთი

23:04 | 21.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

მესის და სუარესის სტაბილური თამაში

არგენტინის ეროვნული ნაკრების და "ბარსელონას" თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ "ალავესთან" მოგებულ (4:1) მატჩში ერთი გოლი გაიტანა, 2019 წელს კი ჯამში 50 გოლი დაუგროვდა. სამხრეთამერიკელმა ფეხბურთელმა ბოლო ათი წლის განმავლობაში 50 და მეტი გოლის გატანა ცხრა წელს მოახერხა. მესიმ მხოლოდ 2013 წელს ვერ შეძლო 50-ჯერ აეღო მეტოქის კარი და მხოლოდ 45 გოლს დასჯერდა. აღნიშნული ინფორმაცია Opta-მ გაავრცელა.

"ალავესთან" შეხვედრაში ლუის სუარესმა სამი საგოლე გადაცემა შეასრულა და ერთხელ თავადაც შეძლო თავის გამოჩენა და ლა ლიგაში მიმდინარე სათამაშო წელს 10 გოლი დაუგროვდა. ურუგვაელმა ზედიზედ მე-15 სეზონში შეძლო მინიმუმ ათი გოლის გატანა. სუარესმა სტაბილური თამაში 2005 წელს დაიწყო, როდესაც "ნასიონალის" პირველ გუნდში დააწინაურეს, მას შემდეგ კი "გრონინგემის", "აიაქსის" და "ლივერპულის" რიგებში ირჯებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111097