ფეხბურთი

2:51 | 21.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

"რომამ" "იები" დააჭკნო

იტალიის სერია A-ს მე-17 ტურის მორიგი მატჩი ფლორენციაში, „ფიორენტინასა“ და „რომას“ შორი გაიმართა. მიმდინარე სეზონი გუნდებისთვის რადიკალურად განსხვავებულია და ეს სხვაობა დღევანდელმა მატჩმაც სრულად წარმოაჩინა.

„რომა“ ჩინებულ ფორმაშია და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის რეალური კანდიდატია. „ფიორენტინამ“ კი ზაფხულში ახალი მეპატრონის ხელში დიდი მიზნები დაისახა, მაგრამ ჯერჯერობით ოდენ გადასარჩენად უწევს ბრძოლა.

„ჯალოროსიმ“ ძალიან ადვილად 4:1 მოიგო. ერთ-ერთი გოლი ალექსანდრ კოლაროვმა გაიტანა. სერბმა მიმდინარე სეზონში მესამე ჯარიმა შეასრულა ზუსტად და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ლიონელ მესის ჩამორჩება (4 გოლი ჯარიმიდან). გარდა ამისა, კოლაროვმა 2019 წელს სერია A-ში მეცხრედ გამოიჩინა თავი და ბოლოს მცველებს შორის ამაზე უკეთესი შედეგიანობით ერთ კალენდარულ წელში მასიმო ოდო გამოირჩა (10 გოლი 2006 წელს).

პაულუ ფონსეკას გუნდი 35 ქულით მეოთხე პოზიციაზეა და მართლაც კარგ ფორმაშია, ხოლო „ფიორენტინას“ უკვე ზედიზედ 7 ტურია არ მოუგია, ბოლოს „იებმა“ ოქტომბერში გაიხარეს და როგორც იტალიური მედია წერს, ვინჩენცო მონტელას სკამი მეტისმეტად შერყეულია.

„ფიორენტინა“ – „რომა“ 1:4 (1:2)

გოლები: 0:1 ჯეკო (19), 0:2 კოლაროვი (21), 1:2 ბადელი (34), 1:3 პელეგრინი (73), 1:4 ძანიოლო (88)

თეგებისერია A
0.155522