ფეხბურთი

2:21 | 20.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ყველა რონალდუზე საუბრობს, მაგრამ გახსოვთ ჯუზეპე ბიავა?" - იტალიური გუნდი კრიშტიანუს გოლზე

„ალბინოლეფე“ ერთი არაფრით გამორჩეული პატარა იტალიური გუნდია, რომელიც დაბალი რანგის დივიზიონებში მოგზაურობს. ახლა კი, როცა ყველა კრიშტიანუ რონალდუს ნახტომის შესახებ საუბრობს, „ალბინოლეფეც“ ჩაერთო საქმეში.

იტალიელთა ინსტაგრამზე ფოტო გამოჩნდა, სადაც რონალდუს ეპიზოდთან ერთად ვეტერანი იტალიელი მცველის, ჯუზეპე ბიავას ნახტომიცაა ასახული და შემდეგნაირადაა დასათაურებული:

„ყველა რონალდუს თავურზე ლაპარაკობს... მაგრამ გახსოვთ რამდენად მაღლა ახტა ჯუზეპე ბიავა? „ალბინოლეფე“ – „ვენეცია“ 04.10.2003, ბერგამო“, - წერს „ალბინოლეფე“.

შეგახსენებთ, რონალდუს მარკო მატერაციც გამოეხმაურა და დაწერა, რომ პორტუგალიელმა იყოჩაღა, რომ მისი მსგავსი გოლი გაიტანა, ოღონდ თითქმის...

0.119385