ფეხბურთი

19:56 | 19.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტიმ "ნაპოლისთან" შეთანხმებას მიაღწია

იტალიელი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის წარმომადგენელმა "ნაპოლის" ხელმძღვანელობასთან კონტრაქტის გაწყვეტასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია. როგორც Sky in Italy, ანჩელოტი კლუბის წარმომადგენელს შეხვდება და ხელშეკრულება ოფიციალურად გაწყდება.

კარლო ანჩელოტი მოლაპარაკებას "ევერტონთან" აწარმოებს და ლივერპულელებთან თანამშრომლობას "ნაპოლიდან" ოფიციალურად წამოსვლის გარეშე ვერ დაიწყებს. ამავდროულად Sky Sports-ი იუწყება, რომ "ევერტონში" იტალიელი მიმდინარე კვირის ბოლომდე დაინიშნება.

0.112186