ფეხბურთი

2:49 | 19.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნის" 18 წლის უცნობი გმირი

გერმანიის ბუნდესლიგის პირველი წრის დასასრული კარს მოგვადგა და „გლადბახი“ ისევ ცხრილის სათავეში დაბრუნდა. მართალია არა ერთპიროვნულად, მაგრამ დაბრუნდა - „ლაიფციგთან“ ერთად.

იულიან ნაგელსმანის გუნდმა ჯერ კიდევ გუშინ დაკარგა ორი ქულა და ეს ერთპიოვნული ლიდერობის დაკარგვის ფასადაც დაუჯდა. „გლადბახმა“ კი აუტსაიდერი „პადერბორნი“ მეორე ტაიმში გატეხა და 34 ქულა დააგროვა. ახლა დამდეგ უიქ-ენდზე ზამთრის ჩემპიონი უნდა გამოვლინდეს, რასაც ბუნდესლიგაში ყოველთვის აქცევენ დიდ ყურადღებას.

ზამთრის ჩემპიონი ნამდვილად ვერ იქნება მიუნხენის „ბაიერნი“, რომელმაც „ფრაიბურგთან“ კი მოიგო, მაგრამ ლიდერთა დუეტს 4 ქულა აშორებს, რაც ცხადია ერთ ტურში აღმოფხვრადი ნიშნული არაა. „რეკორდმაისტერს“ „ფრაისთან“ ბევრი ნერვიულობა მოუწია და ოდენ საფინალო სასტვენის წინ 18 წლის ჯოშუა ზირკზეეს გოლით მოიგო. დიახ, თინეიჯერი ჰოლანდიელი მიუნხენურ გიგანტს მხსნელად მოევლინდა და მერე სერჟ გნაბრიმ ანგარიშს მეტი დამაჯერებლობაც შესძინა, მაგრამ ფაქტია გმირი ყველასთვის უცნობი ჯოშუა ზირკზე გახდა. „ბაიერნმა“ ამ გამარჯვებით „დორტმუნდთან“ გატოლება შეძლო და მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფენ.

სხვა მატჩებს რაც შეეხება, „ლევერკუზენი“ ისევ არასტაბილურია და ეს უკვე აღარავის აკვირვებს. „ფარმაცევტები“ შინ ბერლინის „ჰერტასთან“ დამარცხდნენ და ნელ-ნელა ვითარებას იუარესებენ. „ჰერტა“ კი მოშორდა გასავარდნ ზონას, რომელიც მაგალითად „კიოლნმა“ საერთოდ დატოვა, რომელმაც ფრანკფურტში „აინტრახტს’ უხვგოლიან ჯახში აჯობა. „შალკემ“ კი „ვოლფბურგს“ ვერ მოუგო და არამარტო სამეული, ოთხეულიც დატოვა. თუმცა, „ხუმარები“ ჩემპიონთა ლიგის ზონასთან ისევ ძალიან ახლოს არიან და შეუძლიათ მომდევნო ტურებში სტაბილური გარჯით სანუკვარ ზონას თავისუფლად დაუბრუნდნენ.

„ლევერკუზენი“ – „ჰერტა“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 რეკიკი (64)

„გლადბახი“ – „პადერბორნი“ 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 პლეა (46), 2:0 შტინდლი (67, პენ)

„აინტრახტი“ – „კიოლნი“ 2:4 (2:1)

გოლები: 1:0 ჰინტერეგერი (6), 2:0 პასიენსია (30), 2:1 ჰექტორი (44), 2:2 ბორნაუ (72), 2:3 დრაქსლერი (81), 2:4 იაკობსი (90)

„ფრაიბურგი“ – „ბაიერნი“ 1:3 (0:1)

გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (16), 1:1 გრიფო (59), 1:2 ზირკზე (90), 1:3 გნაბრი (90)

„ვოლფსბურგი“ – „შალკე“ 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 კაბაკი (50), 1:1 მბაბუ (82)

თეგებიბუნდესლიგა
0.108569