კალათბურთი

2:15 | 18.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას ევროლიგაში ორმაგ დუბლამდე ორი მოხსნა დააკლდა

ევროლიგის მე-14 ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონია" "ვალენსიას" ესტუმრა და უბრძოლველად დამარცხდა.
ვიტორიელებმა ვერაფერი გააწყვეს და საბოლოო ჯამში დიდი სხვაობით, 77:105 წააგეს.

"ბასკონიას" ქართველი კაპიტანი თანაგუნდელთა შორის მარცხის მიუხედავად ერთ-ერთი გამორჩეული იყო. თორნიკემ 24:12 წუთში 16 ქულა, 8 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ჩვენებურმა 8-დან ექვსი ორქულიანი და 3-დან ერთი სამქულიანი ჩააგდო, შედეგად მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 16-ს გაუტოლდა.

ქართველი კალათბურთელი თანაგუნდელთა შორის შედეგიანობით მხოლოდ შევონ შიელცს ჩამორჩა, რომელმაც 22 ქულა დააგროვა.

"ბასკონიას" 14 ტურის შემდეგ 6 მოგების საპირისპიროდ 8 მარცხი აქვს და მეათე ადგილზეა. მომდევნო მატჩს კი 19 დეკემბერს , რეალთან" ჩაატარებს.

0.112651