კალათბურთი

1:20 | 18.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინი ისევ ბრწყინავს - ქართველის საოცარი თამაში ჩემპიონთა ლიგაზე

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი დიდებული თამაში ჩაატარა გიორგი შერმადინმა. „იბეროსტარ ტენერიფემ“ C ჯგუფის მეცხრე ტურში „მორნარ ბარს“ უმასპინძლა და 91:61 გაანადგურა, ხოლო ჩვენებური საუკეთესო იყო.

შერმადინმა 18:20 წუთში 22 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 12-დან 9 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, შედეგად მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 31-ს გაუტოლდა.

გიორგი როგორც სარგებლიანობის მაჩვენებლით, ისე მოპოვებული ქულებით (22) ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო და მატჩის MVP გახდა. ეს, იმის მიუხედავად, რომ მოედანზე სათამაშო დროის ნახევარზე ცოტა გაატარა... თუმცა, არ გვიკვირს, წელს ქართველი ცენტრი უბრალოდ შეუჩერებელია.

„იბეროსტარ ტენერიფეს“ 9 ტურის შემდეგ ჯგუფში პირველი ადგილი 8 მოგებითა და 1 წაგებით უკავია. მომდევნო ტურში კი, 8 იანვარს, ბერძნულ „პერისტერის“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112529