ფეხბურთი

17:10 | 14.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჟერემი ბოგა: "აზარი, ვილიანი და პედრო ჩემზე ძლიერი ფეხბურთელები არ იყვნენ"

მიმდინარე სეზონში „სასუოლოს“ შემტევი ნახევარმცველი ჟერემი ბოგა შესანიშნავად თამაშობს და როგორც იტალიური მედია წერს, კატალონიის „ბარსელონას“ თვალთახედვის არეში იმყოფება.

ბოგა „ჩელსის“ აკადემიის აღზრდილია, თუმცა მთავარ გუნდში ერთადერთხელ ითამაშა. როგორც ფრანგი ფეხბურთელი იხსენებს, ედენ აზარი, პედრო და ვილიანი მასზე ძლიერი ფეხბურთელები არ იყვნენ, მაგრამ ანტონიო კონტე შანსს არ აძლევდა.

„კონტე ბევრს არ მელაპარაკებოდა. როდესაც „ბარნლისთან“ ძირითად შემადგენლობაში დამაყენა, მხოლოდ წინა დღით შემატყობინა და უბრალოდ მითხრა: „ხვალ შენი ჯერია“. ზოგჯერ ვფიქრობდი, რომ თამაშის ლოდინი კარგი იყო, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ახალგაზრდა ვიყავი. ჩემ წინ კი აზარი, პედრო და ვილიანი იყვნენ. ისინი ჩემზე ძლიერები არ იყვნენ, მაგრამ მხოლოდ იერარქიულად იყვნენ წინ. არანაირი სინანული არ მაქვს.

ახალგაზრდულ გუნდში ჩემი თანაგუნდელები ტამი აბრაჰამი, ლოფტუს-ჩეკი, მუსონდა იყვნენ. ერთად ბევრი ახალგაზრდული ტიტული მოვიგეთ: ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა, ჩემპიონატი და ინგლისის თასები“, - თქვა ბოგამ.

აქვე გეტყვით, რომ 22 წლის ფეხბურთელმა სერია A-ს მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115571