ფეხბურთი

14:23 | 14.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დინამოდან" ჩისკო დაითხოვეს

„დინამო თბილისმა“ ჩისკო მუნიოსი დაითხოვა. Recorder-თან საუბარში ესპანელმა სპეციალისტმა ეს ინფორმაცია თავად დაადასტურა.

როგორც ქართული გამოცემა იტყობინება, ჩისკოს პრო ლიცენზია მოსთხოვეს, რაც მხარეების განშორების მიზეზი გახდა.

მოგეხსენებათ, კლუბს არაოფიციალურად სწორედ ამის გამო ფელის ვისენტე წვრთნიდა. გავრცელებული ინფორმაციით, „დინამოს“ კახა ჩხეტიანი ჩაიბარებს, რომელიც ამ დრომდე ქუთაისის „ტორპედოში“ მუშაობდა, სადაც ფინანსური პრობლემები დღემდე არ მოგვარებულა.

შეგახსენებთ, რომ ჩისკოსა და ფელის ვისენტეს დუეტმა "დინამო" ერთი წლის წინ ჩაიბარა და დედაქალაქურ გუნდს 2015 წლის შემდეგ პირველად ჩემპიონის ტიტული მოაპოვებინეს.

0.123372