ფეხბურთი

21:48 | 13.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგაზე გრინვუდი გამოარჩიეს (+VIDEO)

ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევი მეისონ გვინვუდი დაასახელეს. ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელმა "ალკმაართან" მოგებულ (4:0) დაპირისპირებაში ორი გოლი დაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

ულე გუნარ სულშერმა 18 წლის ფეხბურთელი პირველ გუნდში 2019 წლის ზაფხულში დააწინაურა და მიმდინარე სეზონში გრინვუდმა 20 შეხვედრაში თავი რვაჯერ გამოიჩინა. მიმდინარე სათამაშო წელს მეისონი მოედანზე საშუალოდ 45 წუთს ატარებს.

0.167427