ისტორია

10:26 | 12.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

12 დეკემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1947 - დაიბადა კახი ასათიანი. თბილისის “დინამოს” და საბჭოთა კავშირის ნაკრების ნახევარმცველი. საკავშირო ჩემპიონატებზე მოპოვებული აქვს ბრინჯაოს სამი მედალი. სამჯერ დაასახელეს “33 საუკეთესოთა” შორის. მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატის მონაწილე (მეოთხედფინალისტი). ბელგიასთან ჯგუფური ეტაპის მატჩში გაიტანა ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი. საკავშირო ნაკრების 16 მატჩში გაიტანა 5 გოლი. იყო თბილისის “დინამოს” გუნდის უფროსი და მთავარი მწვრთნელი. საქართველოს სპორტკომიტეტის თავმჯდომარე და სპორტსაზოგადოება “დინამოს” თავმჯდომარის მოადგილე. კახი ასათიანი 2002 წელს ტრაგიკულად დაიღუპა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1968 - არტურ ეში პირველი შავკანიანი ჩოგბურთელია, რომელიც მსოფლიოს რეიტინგში, ლიდერის პოზიციაზე მოექცა.

1973 - თბილისის “დინამომ” უეფას თასის გათამაშების მერვედფინალის განმეორებით მატჩში, ლონდონის “უაით ჰართ ლეინზე”, “ტოტენჰემ ჰოთსპურთან” 1:5 წააგო (პირველი შეხვედრა 1:1 დასრულდა) და ტურნირს გამოეთიშა. ქართველთაგან ერთადერთი გოლი ზორბეგ ებრალიძემ გაიტანა. “დინამო”: გოგია, ძოძუაშვილი, ჭელიძე, ხურცილავა, ხინჩაგაშვილი, ებრალიძე, მ. მაჩაიძე, ასათიანი, გუცაევი (ლ. ნოდია), გ. ნოდია, ყიფიანი. გუნდს ალექსანდრე კოტრიკაძე წვრთნიდა.

1982 - ჩოგბურთელთა შორის ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში, კრის ევერტმა მარტინა ნავრატილოვა 6:3, 6:2, 6:3 დაამარცხა და გათამაშების რიგით 57-ე ჩემპიონი გახდა.

1982 - საკონტინენტთაშორისო თასის გათამაშებაზე, ურუგვაის “პენიაროლმა” ბირმინგემის “ასტონ ვილას” 2:0 მოუგო. მატჩი ტოკიოში ჩატარდა და მას 61 ათასი მაყურებელი დაესწრო. გოლები ჟაირმა და ჩარუამ გაიტანეს. “პენიაროლი”: ფერნანდესი, ოლივეირა, ბოსიო, გუტიერესი, დიოგო, მორალესი, რამოსი, სარალეგუი, მორენა, ჟაირი, სილვა (ჩარუა). “ასტონ ვილა”: სიმერი, ჯოუნსი, მაკნოტი, ბრემნერი, უილიამსი, ევანსი, მორტიმერი, კოვანსი, შოუ, უიტე, მორლი.

1987 - მუკი ბლეიკმა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ერთ მატჩში განხორციელებული ჩაჭრების რაოდენობით (13) ლიგის რეკორდი დაამყარა.

1988 - სანდრა მილერმა მაიკ ტაისონს სასამართლოში უჩივლა. იგი მოკრივეს ძალადობაში სდებდა ბრალს.

1991 - “ნიუ ჯერსი ნეთსმა” ერთ მატჩში განხორციელებული დაფარებების მიხედვით ლიგის რეკორდი დაამყარა. ეს საკალათბურთო ელემენტი “ნიუ ჯერსელებმა” 22-ჯერ განახორციელეს და “დენვერ ნაგითსს” 121:81 სძლიეს.

1993 - საკონტინენტთაშორისო თასის გათამაშებაზე (“ტოიოტას თასი”) ბრაზილიურმა “სან პაულომ” “მილანს” 3:2 მოუგო. გამარჯვებულთაგან გოლები პალინიამ, ტონინიო სერეზომ და მიულერმა გაიტანეს, ხოლო მილანელთაგან თავი მასარომ და პაპენმა გამოიჩინეს. “სან პაულუ”: ზეტი, კაფუ, ვალბერი, რონალდო, ანდრე, დორივა, დინიო, ტონინიო სერეზო, ლეონარდო, პალინია (ჟუნინიო), მიულერი. “მილანი”: როსი, პანუჩი, კოსტაკურტა, ბარეზი, მალდინი, ალბერტინი (ორლანდო), დესაი, დონადონი, მასარო, პაპენი, რადუჩოე (ტასოტი). ევროპელთაგან თასზე “მარსელს” უნდა ეთამაშა, მაგრამ კლუბს დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.

1995 - ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) არბიტრებმა ათდღიანი გაფიცვა შეწყვიტეს.

2004 - საკონტინენტთაშორისო თასის გათამაშებაზე (“ტოიოტას თასი”) ”პორტუმ” პენალტების სერიაში კოლუმბიის “ონსე კალდასს” პენალტების სერიაში 8:7 მოუგო. მატჩი იოკოჰამაში ჩატარდა და მას 45 748 მაყურებელი დაესწრო. “პორტუ”: ვიტორ ბაია (ნუნუ), სეიტარიდისი, ჟორჟე კოშტა, პედრო ემანუელი, რიკარდო კოშტა, კოშტინია, მანიშე, დიეგო, დერლეი (კარლოს ალბერტო), ლუიშ ფაბიანუ (კუარეშმა), მაკარტი. “ონსე კალდასი”: ენაო, გარსია, ვანეგასი, კმბიდო (კატასო), როხასი, ველასკესი, ვიაფარა, სოტო (ალვარესი), არანგო (დიასი), ფაბრო, დე ნიგრისი.

2009 - მიონხენგლადბახის “ბორუსიასა” და “ჰანოვერის” საბუნდესლიგო მატჩში ჰანოვერელებმა 3 ავტოგოლი (ორი ხაგიმ) მიითვალეს. მატჩი 5:3 დასრულდა.

2009 - აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიოს საფეხბურთო საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალში მექსიკის “ატლანტემ” ახალი ზელანდიის “ოკლენდ სიტის” 3:0 მოუგო.

ამ დღეს დაიბადნენ

1932 - რობერტ (ბობ) პეტიტი. ამერიკელი კალათბურთელი. ამპლუით მძიმე ფორვარდი (206 სმ). თამაშობდა “მილუოკი ჰოუკსში”. 1958 წელს გახდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი. 1956 და 1959 წლებში დაასახელეს NBA-ს სეზონის საუკეთესო მოთამაშედ. ზედიზედ ათი წლის განმავლობაში (1955-64) შედიოდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პირველ ხუთეულში. კარიერის განმავლობაში დაგროვილი აქვს 20 880 ქულა და განახორციელა 12 849 მოხსნა. ოთხჯერ დაასახელეს NBA-ს “ყველა ვარსკვლავის” მატჩის საუკეთესო მოთამაშედ. 1970 წელს შეიყვანეს ნეისმიტის სახელობის საკალათბურთო “დიდების დარბაზში”. 1996 წელს დაასახელეს NBA-ს ყველა დროის 50 საუკეთესო მოთამაშეს შორის.

1936 - იოლანდა ბალაჩი. რუმინელი მძლეოსანი. ქალთა შორის სიმაღლეზე ხტომაში 1960 და 1964 წლების ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. თოთხმეტჯერ დაამყარა მსოფლიოს რეკორდი. ქალთა შორის პირველმა მოახერხა 190 სმ-ზე გადებულ თამასაზე გადახტომა.

1946 - ემერსონ ფიტიპალდი. ფორმულა-1-ის ბრაზილიელი პილოტი. მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი (1972 – “ლოტუსი”, 1974 – “მაკლარენი”). იასპარეზა 11 სეზონის განმავლობაში (1970-1980).

1947 - კახი ასათიანი. თბილისის “დინამოს” და საბჭოთა კავშირის ნაკრების ნახევარმცველი. საკავშირო ჩემპიონატებზე მოპოვებული აქვს ბრინჯაოს სამი მედალი. სამჯერ დაასახელეს “33 საუკეთესოთა” შორის. მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატის მონაწილე (მეოთხედფინალისტი). ბელგიასთან ჯგუფური ეტაპის მატჩში გაიტანა ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი. საკავშირო ნაკრების 16 მატჩში გაიტანა 5 გოლი. იყო თბილისის “დინამოს” გუნდის უფროსი და მთავარი მწვრთნელი. საქართველოს სპორტკომიტეტის თავმჯდომარე და სპორტსაზოგადოება “დინამოს” თავმჯდომარის მოადგილე. კახი ასათიანი 2002 წელს ტრაგიკულად დაიღუპა.

1962 - ტრეისი ოსტინი. ამერიკელი ჩოგბურთელი. 1979 და 1981 წლებში მოგებული აქვს აშშ-ის ღია პირველობა.

1970 - დავით ყიზილაშვილი. საქართველოს ნაკრების, თბილისის “დინამოსა” და “შევარდენის”, ზუგდიდის “ოდიშის”, ფამაგუსტას “ანორთოსისის” ფორვარდი. მოპოვებული აქვს საქარველოს ჩემპიონის ტიტული. საქართველოს ნაკრებში ჩაატარა 8 მატჩი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109987