ფეხბურთი

21:47 | 11.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: გატუზო "ნაპოლის" მწვრთნელია

იტალიურმა „ნაპოლიმ“ ჯენარო გატუზოს მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნა ოფიციალურად დაადასტურა.

41 წლის სპეციალისტი ნეაპოლურ გუნდ მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაწვრთნის, თუმცა დამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში ხელშეკრულება ერთი წლით ავტომატურად გაგრძელდება.

„ჩემი მიზანი გუნდის ევროსარბიელზე გაყვანაა, ვიცი, რომ რთული იქნება, მაგრამ ეს მიზანია. ეს გუნდი არ შეიძლება ევროტურნირებს მიღმა დარჩეს და ეს რთული პერიოდი უნდა დავძლიოთ. როდესაც ევროტურნირს ვახსენებ, ჩემპიონთა ლიგას ვგულისხმობ, რადგან „ნაპოლის“ მეშვიდე ადგილზე ხილვა სამარცხვინოა“, - თქვა გატუზომ.

შეგახსენებთ, რინომ კარლო ანჩელოტი შეცვალა, რომელიც გუშინ წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110617