თამაშგარე

11:13 | 11.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

მარკო ვერატის ნაცოლარი აბობოქრდა

მიუხედავად იმისა, რომ იტალიელი ფეხბურთელი მარკო ვერატი თავის ცოლს კარგა ხანია დაშორდა, ვერატის ნაცოლარი ლაურა ზაზარა მაინც ჯიუტად არ დრკება და როდესაც კი ჟურნალისტებს მოიხელთებს, სულ იმას იძახის - მე ქალი არ ვიყო იმ ღალღა ბიჭს კისერი კანონის ძალით თუ არ მოვუგრიხოო.

უნდა ვაღიაროთ, რომ ლაურას ვერატისგან წყენის მიზეზები ნამდვილად აქვს, რადგან ქმარმა ის და ორი შვილი თავპატიჟდაუდებლად მიატოვა და ამძუვნებულ ფრანგ ასულთა ზღვაში ისე გადაეშვა, თითქოს ის არ ყოფილიყო ცოლისთვის მუდმივად ერთგულების მაფიცარი და მას არ ეძახა - ოჯახში თავს ყველაზე ბედნიერად ვგრძნობო...

ეს ამბავი რა გასაკვირია, რომ სასამართლომდეა მისული და სულ მალე სწორედ სასამართლო დაადგენს ვერატის ქონების გაყოფის ამბავს. როგორც ბულვარული პრესის მოკალმენი ვარაუდობენ, ძალიან დიდი შანსია, რომ აწყოფილმა ცოლმა ვერატის ქონების ნახევარი ააფრცქვნას, რაც ევროპული კანონმდებლობით აქამდეც არაერთ ცნობილ ფეხბურთელს მოსვლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115359