ფეხბურთი

20:30 | 10.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

Sport-express: ჯანო ანანიძე "სპარტაკს" ტოვებს და მსურველი რუსეთიდან ჰყავს

ჯანო ანანიძე დიდი ალბათობით, იანვრის სატრანსფერო პერიოდში მოსკოვის „სპარტაკს“ დატოვებს, მაგრამ რუსეთში დარჩება.

Sport-express-ის ცნობით, დომენიკო ტედესკო მიიჩნევს, რომ ქართველ შემტევს შანსი მისცა („არსენალთან“ და „ზენიტთან“), მაგრამ მან ეს შანსი ვერ გამოიყენა. ამიტომაც, გერმანელი ჯანოს მომავალს „სახალხო გუნდში“ ვეღარ ხედავს.

იგივე გამოცემა გვამცნობს, რომ ქართველის ყიდვა მსურველ რუსულ გუნდებს გაუჭირდებათ, ამიტომ საქმეში საიჯარო კონტრაქტი ჩაერთვება. Sport-express-ი წერს, რომ ანანიძის იჯარით გადაბირების ყველაზე დიდი შანსი ტულის „არსენალს“ გააჩნია, სადაც ერთი ქართველი, გია გრიგალავა უკვე თამაშობს.

ჯანოს აქამდე „სპარტაკის“ გარდა „როსტოვისა“ და სამარის „კრილია სოვეტოვში“ უთამაშია. მიმდინარე სეზონში კი, 10 შეხვედრაში 1 საგოლე პასი მიითვალა.

0.116017