ფეხბურთი

1:33 | 9.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

მომენტი, როდესაც ნომერი დაგავიწყდება (+VIDEO)

ფრანგული „მონაკოს“ ნახევარმცველ ტიემუ ბაკაიოკოს საკუთარი სათამაშო ნომერი დაავიწყდა. კურიოზული შემთხვევა „მონაკო“ – „ამიენის“ მატჩში მოხდა.

როდესაც მონეგასკები სამბურთიანი სხვაობით იგებდნენ (3:0), ლეონარდო ჟარდიმმა თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე თამაშიდან 14 ნომრის გაყვანა გადაწყვიტა.

ბაკაიოკოს მთელი კარიერა სწორედ 14 ნომრით აქვს გატარებული „რენში“, „მონაკოში“ (სადაც აქამდეც თამაშობდა), „ჩელსისა“ და „მილანში“. ამიტომ, როდესაც მეოთხე არბიტრის აღმართულ ტაბლოზე 14 დაინახა, მოედნის დატოვება გადაწყვიტა და ეჭვიც არ შეპარვია, რომ მას ცვლიდნენ, ქომაგებს აპლოდისმენტებისთვის მადლობაც გადაუხადა.

თუმცა, მოედნის კიდესთან მისულს უთხრეს, რომ მას არ ცვლიდნენ და ისიც დაიბნა. არადა, სინამდვილეში, „მონაკოს“ 14 ნომერი კეიტა ბალდეა და სწორედ მას ცვლიდნენ, ხოლო ბაკაიოკოს მიმდინარე სეზონში 6 ნომერი ამშვენებს.

როდესაც ტიემუ ყველაფერში გაერკვა, სიცილი ვერ შეიკავა, რადგან თავადაც მიხვდა რამდენად კურიოზულ ვითარებაში ჩავარდა.

0.139223