ფეხბურთი

21:39 | 7.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კაჭარავას გოლი და თემურ ქეცბაიას "ანორთოსისის" მორიგი გამარჯვება კვიპროსში (+VIDEO)

კვიპროსის ჩემპიონატში ჩინებულად ასპარეზობას აგრძელებს თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი „ანორთოსისი“, რომელმაც მორიგი გამარჯვება საკუთარ მოედანზე ლიმასოლის „აელთან“ მოიპოვა - 2:0.

ოთხივე ქართველი, გიორგი ლორია, ნიკა კაჭარავა, თორნიკე ოქრიაშვილი და მურთაზ დაუშვილი ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, სამმა მათგანმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო კაჭარავა მინდორზე 82-ე წუთამდე იმყოფებოდა.

ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა და ერთი ნიკას ანგარიშზეა. ქართველმა ფორვარდმა 38-ე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილის დაწყებული შეტევა ახლო მანძილიდან ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

კაჭარავამ კვიპროსის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მესამე გოლი გაიტანა. სხვათა შორის, 25 წლის თავდამსხმელი გიორგი ლორიასთან ერთად ერთი მატჩის გამოტოვების შემდეგ დაუბრუნდა ძირითად შემადგენლობას, რადგან წინა ტურში ქეცბაიამ ორივე უდისციპლინობის გამო დასაჯა და არ ათამაშა.

„ანორთოსისს“ 11 მატჩში 27 ქულა აქვს მოპოვებული, დაუმარცხებელია (8 მოგება, 3 ფრე) და სატურნირო ცხრილის ლიდერია.

0.113476