ფეხბურთი

18:34 | 4.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

მეორე ტაიმის სინდრომი

ზესტაფონში სათამაშოდ ჩასულ ფოთის “კოლხეთს” იდეალური სათამაშო ამინდი დაუხვდა. ზედიზედ ორი საშინაო პაექრობის მოგების შემდეგ ზღვისპირელთა კლუბს დამაჯერებლობა და თვითრწმენა მოემატა. თავის მხრივ სასურველი პოზიციისაგან შორს არიან ზესტაფონელები, რომლებმაც გასულ ტურებში დასანანი ქულები დაკარგეს. ასე რომ, “დავით აბაშიძეზე” საინტერესო და დაძაბული მატჩის მოლოდინში 1500-მდე გულშემატკივარი შეიკრიბა.

მატჩის დაწყებამდე “ზესტაფონის” ფანკლუბის წევრებმა სამახსოვრო პრიზი გადასცეს ვახტანგ ჭანტურიშვილს, რომელიც იმერული გუნდის ქომაგთა რჩეული გახდა სექტემბრის თვეში. აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ “კოლხეთთან” პაექრობაში, სამმატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ “ზესტაფონის” რიგებს დაუბრუნდა მათი მთავარი მეგოლე ჯაბა დვალი.

თამაში სტუმართა აქტიურობით დაიწყო და პირველი დარტყმა მეტოქის კარის მიმართულებით სწორედ მათ განახორციელეს. მე-4 წუთზე დათა სიჭინავას მიერ განხორციელებულმა საჯარიმო დარტყმამ მასპინძელთა კარის ხარიხას მცირე მანძილით გადაუქროლა. ცოტა ხანში საპასუხო შეტევა ზესტაფონელებმაც განახორციელეს, რომელიც გაცილებით სახიფათო გახლდათ. შეტევის მარჯვენა ფლანგიდან თორნიკე გრიგალაშვილმა ითამაშა კარგად და მოწინააღმდეგის საჯარიმოში შეიჭრა, რომლის შემდეგაც ჩინებული გადაცემა გაუკეთა ხელსაყრელ მდგომარეობაში მყოფ ფანცულაიას. ზესტაფონელთა ახალგაზრდა ფორვარდმა დროულად კი დაარტყა, მაგრამ სიზუსტემ უმტყუნა. თითქმის მაშინვე შოთა ჯიქიამ ვერ ისარგებლა მასპინძელთა მცველების შეუთანხმებლობით და დარტყმის განხორციელება ვერ მოახერხა.

თანდათანობით ზესტაფონელთა უპირატესობა აშკარად გამოიკვეთა და 22 წუთზე ისინი ვალდებულნი იყვნენ გაეტანათ კიდეც, მაგრამ შარიქაძის გადაცემის შემდეგ სარდალიშვილმა ვერ გამოიყენა 100%-იანი საგოლე შანსი. აქვე უნდა აღინიშნოს ფოთელი მცველების თავგანწირული მოქმედება, რომლებმაც გადაარჩინეს გუნდი ხიფათისაგან, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში გოლი გარდაუვალი იქნებოდა. სამაგიეროდ, ძალზე უყურადღებოდ ითამაშეს კოლხმა მცველებმა 25-ე წუთზე საკუთარ საჯარიმოში, როდესაც ჯაბა დვალს ბურთის მიღების და დარტყმის საშუალება თავისუფლად მისცეს. გამოცდილმა ფორვარდმა კი ეს მომენტი ზუსტი, მოჭრილი და გამოზომილი დარტყმით დაასრულა, ბურთის შეჩერება სტუმართა კიპერმა სეფიაშვილმა ნახტომში ცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და ანგარიშიც გაიხსნა – 1:0.

გოლის შემდეგ ფოთელებმა პირველად მასპინძელთა კარისაკენ 34-ე წუთზე დაარტყეს, როდესაც დათა სიჭინავამ ბურთიანად დაახლოებით 40 მეტრი გაიარა და ძლიერადაც “გაისროლა”, მაგრამ ამჯერადაც მის მცდელობას სიზუსტე აკლდა. ცოტა ხანში კი სტუმრები მეორე გოლს გადაურჩნენ. შეტევის მარცხენა ფლანგიდან გაგოშიძემ კარგი გადაცემა გაუკეთა ჭანტურიშვილს, რომელმაც ცაციათი მოჭრილი დარტყმა გააკეთა, რომლის შედეგადაც ბურთი ხარიხას მოხვდა. სეფიაშვილმა ნახტომი კი გააკეთა, მაგრამ ბურთს ვერ შეწვდა. ტაიმის მიწურულს კი ფანცულაიამ დაარტყა დაახლოებით 25 მეტრიდან, მაგრამ ბურთმა სეფიაშვილის დასაცავ ობიექტს ზემოდან გადაუქროლა, თუმცა კიპერი სიტუაციას მაინც აკონტროლებდა.

მეორე ტაიმი კოლხთა სახიფათო შეტევებით დაიწყო. 50-ე წუთზე ჟიშკარიანის გადაცემის შემდეგ ბურთი მკერდით შოთა ჯიქიამ მიიღო, რომელმაც მეურვე იოლად ჩამოიშორა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა არაზუსტად დაარტყა. ცოტა ხანში, მოედანზე შესვენების შემდეგ შესულმა ნიკა სიჭინავამ დაარტყა ძლიერად, მაგრამ ოდნავ არაზუსტად. თითქმის მაშინვე ზესტაფონელი მცველები თამაშობდნენ შეუთანხმებლად და ჯიქიას შეეძლო ეხეირა, მაგრამ ვერ გაიტანა. 56-ე წუთზე სტუმართა შეტევებმა შედეგი გამოიღო. დათა სიჭინავამ დაახლოებით 22 მეტრიდან ძლიერად დაარტყა, რასაც პავლოვიჩის ნახტომი მოჰყვა. სერბი მეკარე ბურთს ხელით კი შეეხო, მაგრამ მისი უკუგდება ვერ შეძლო. ბურთი ნელ-ნელა შეგორდა მასპინძელთა კარში – 1:1.

საერთოდ, უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდში “ზესტაფონი” მეორე ტაიმს ძალზე ცუდად ატარებს. შესაბამისად მოვლენების ასეთმა განვითარებამ გარკვეული შიში გააჩინა ქომაგებში, რომ მატჩს ისევ ვერ მოიგებდნენ. მათდა სამწუხაროდ, მოლოდინი გამართლდა. მართალია, ზესტაფონელები უტევდნენ მოწინააღმდეგის კარს, მაგრამ სასურველი გოლი არ ჩანდა. კოლხთა კარის მიმართულებით რამდენიმეჯერ დვალმა და ჭანკოტაძემ დაარტყეს, თუმცა ამ მომენტებში სეფიაშვილს პრობლემები არ შექმნია. ყველაზე სახიფათოდ მოწინააღმდეგის კარს ილურიძე დაემუქრა, რომელმაც საჯარიმოს ხაზიდან უძლიერესად გაისროლა. გოლი თითქოს გარდაუვალი იყო, მაგრამ ზღვისპირელთა მეკარემ საოცარი რეაქცია გამოავლინა და ბურთის მოგერიება მოახერხა. 83-ე წუთზე ისევ ილურიძემ დაარტყა ძლიერად 25 მეტრიდან, მაგრამ ამჯერად კოლხებს მშველელად ძელი მოევლინათ. თითქმის მაშინვე შორიდან მიქელთაძე ურტყამდა, მაგრამ ამჯერად ბურთი ხარიხას ზემოთ გადაეშვა.

მასპინძლებს გოლის გატანის შანსი უკანასკნელ წუთზე მიეცათ, როდესაც საჯარიმო დარტყმა არბიტრმა ზედ ფოთელთა საჯარიმოს ხაზთან დანიშნა. სტანდარტული შარიქაძემ შეასრულა, რომლის დარტყმის შემდეგ ბურთი ცოცხალ კედელს მოხვდა. მეკარის ბაქანთან შექმნილ არეულობაში ყველაზე უკეთ ფოთელთა მცველები გაერკვნენ და ბურთის სახიფათო ზონიდან გამოტანა მოახერხეს. არბიტრის მიერ დამატებულ დროში მასპინძლებს შტურმი ჰქონდათ მოწყობილი, თუმცა რეალური ხიფათი ვერ შექმნეს და რაც მთავარია გოლი ვერ გაიტანეს. “ზესტაფონმა” პირველი ტურის შემდეგ საშინაო არენაზე ისევ ვერ მოიგო.

“ზესტაფონი” - “კოლხეთი” - 1:1 (0:1)

4 ოქტომბერი. 16:00. ზესტაფონი. “დავით აბაშიძე. 1500 მაყურებელი

“ზესტაფონი”: პავლოვიჩი, გაგოშიძე, თედორე გრიგალაშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი, კაპანაძე (ჭანკოტაძე, 53), სარდალიშვილი (მიქელთაძე, 78), ჭანტურიშვილი, შარიქაძე, ხიდეშელი, ფანცულაია (ილურიძე, 60), დვალი.

მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

“კოლხეთი”: სეფიაშვილი, კილასონია, ჩადუნელი, თევზაძე, ჯიქია, გოგონაია, სიჭინავა, ლემონჯავა, ამბროლაძე (ჟიკარიანი, 34, ბარამიძე, 72), გუგუჩია, ქორჩილავა (ნიკა სიჭინავა, 46).

მთავარი მწვრთნელი: ზაზა ინიაშვილი

გოლები: 1:0 დვალი (25), 1:1 დათა სიჭინავა (56),

გაფრთხილება: თორნიკე გრიგალაშვილი (47), გოგონაია (90),

არბიტრი: ბაკურ ნინუა (ქუთაისი)


4 ოქტომბერი

გურია (ლანჩხუთი) – სპარტაკი (ცხინვალი) 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 ნიკა კაჭარავა (77), 1:1 კობა შალამბერიძე (88, პენალტით)


სიონი (ბოლნისი) – დილა (გორი) 1:4 (1:2)

გოლები: 0:1 ირაკლი მოდებაძე (17), 1:1 გიორგი ფოფხაძე (26), 1:2 ირაკლი მოდებაძე (45), 1:3 ბაჩანა არაბული (58), 1:4 რომან ახალკაცი (90)

გაძევება: ლადო ბურდული (84, “სიონის” მთავარი მწვრთნელი)


5 ოქტომბერი

ჩიხურა (საჩხერე) – ვიტ ჯორჯია (თბილისი)

ივანწმინდა. ცენტრალური. 15:00

დისკვალიფიცირებულები:ბესიკ დეკანოიძე (ჩიხურა); ირაკლი ღიბრაძე (ვიტ ჯორჯია)

მსაჯები:ი. კვირიკაშვილი, დ. ჩიგოგიძე, დ. გაბისონია, ა. ნონიკაშვილი


ზუგდიდიტორპედო (ქუთაისი)

ზუგდიდი. “ბაიას” ბაზა. 15:00

დისკვალიფიცირებული:ლაშა კუკავა (ზუგდიდი)

მსაჯები:დ. ხარიტონაშვილი, გ. ჩიგოგიძე, დ. კურტანიძე, ზვ. ტუღუში (სათადარიგო)


სამტრედიადინამო (ბათუმი)

სამტრედია. “ეროსი მანჯგალაძე.” 15:00

მსაჯები: გ. ყრუაშვილი, ლ. თოდრია, ზ. ბერულავა, ა. კრიჭაშვილი (სათადარიგო)


შუქურა (ქობულეთი) – მეტალურგი (რუსთავი)

ქობულეთი. “ჩელე არენა.” 15:00

დისკვალიფიცირებული:კახაბერ კაკაშვილი (მეტალურგი)

მსაჯები:ჯ. ხორავა, ზვ. ერქვანია, ი. კაკაბაძე, შ. ქუხილავა (სათადარიგო)


დინამო (თბილისი) – მერანი (მარტვილი)

თბილისი. “დინამო არენა.” 18:00

მსაჯები:გ. ვადაჭკორია, ბ. ჭიჭინაძე, დ. კვეტენაძე, ლ. კვარაცხელია (სათადარიგო)

პირდაპირი ტელერეპორტაჟი პირველი არხით


1.დინამო თბილისი751114:616
2.დილა842212:414
3.სპარტაკი84227:714
4.სამტრედია74128:613
5.ტორპედო73318:512
6.ვიტ ჯორჯია73139:610
7.დინამო ბათუმი73138:810
8.ჩიხურა73137:810
9.გურია82427:1310
10.ზესტაფონი823316:119
11.მეტალურგი72329:89
12.სიონი82249:138
13.კოლხეთი82247:118
14.მერანი72146:87
15.შუქურა71425:117
16.ზუგდიდი70344:113


მეგოლეები:

5 - ირაკლი მოდებაძე (დილა)

4- შოთა ლომია (ზუგდიდი), ოთარ კვერნაძე (ტორპედო), ჯაბა დვალი (ზესტაფონი)

3 - დავით სირაძე (სიონი), ბადრი ტეტუნაშვილი (დინამო ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი, ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი), მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია)

2 - ჩისკო მუნიოსი, ირაკლი ძარია, გიორგი ჩირგაძე (დინამო), გიორგი ჩელებაძე (შუქურა), ბესიკ ჩიმაკაძე (მერანი), ნიკა კვეკვესკირი, ირაკლი სიხარულიძე, დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), საბა ლომია, გიგა ჟვანია, კობა შალამბერიძე (გურია), გიგა ამბროლაძე, დათა სიჭინავა (კოლხეთი), თეიმურაზ ღონღაძე, ჯაბა ჯიღაური (ჩიხურა), გიორგი ილურიძე, გიორგი ფანცულაია (ზესტაფონი), გივი კვარაცხელია, ჯაბა უგულავა (სიონი), გიორგი ივანიშვილი (სპარტაკი),დათა ციცხვაია (მერანი), ვარლამ კილასონია (მეტალურგი)

შენიშვნა:უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.227127