ფეხბურთი

15:24 | 5.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: მათე ცინცაძე "დინამო ბათუმის" ფეხბურთელია

საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა „დინამო ბათუმმა“ ახალი სეზონისთვის გაძლიერება უკვე დაიწყო. როგორც აჭარული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, მათე ცინცაძე „დინამოს“ ფეხბურთელია.

ქართველმა ნახევარმცველმა ახალ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და საქართველოს 4 თვის შემდეგ დაუბრუნდა.

მათე ბოლოს ლატვიაში, „იელგავას“ ღირსებას იცავდა, რომლის რიგებში ჩატარებულ 10 მატჩში 3 გოლის გატანა შეძლო. მანამდე კი „ტორპედოს“, „რუსთავის“, „პოგონის“, „დინამო თბილისისა“ და „ლოკომოტივის“ რიგებში აქვს ნათამაშები.

0.123871