ფეხბურთი

19:30 | 4.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

2020 წლის კოპა ამერიკაზე ჯგუფებში გადანაწილდნენ

2020 წლის კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა და შესაბამისად, 12 ნაკრები ორ ექვსგუნდიან ქვეჯგუფში გადანაწილდა. თავიდანვე გეტყვით, რომ 10 სამხრეთ ამერიკული ნაკრების გარდა, ტურნირში სპეციალური მოწვევით ამჯერად ავსტრალია და ყატარი ითამაშებენ.

ჯგუფები კი შემდეგნაირად დაკომპლექტდა:

A ჯგუფი

არგენტინა, ავსტრალია, ბოლივია, ურუგვაი, ჩილე, პარაგვაი

B ჯგუფი

კოლუმბია, ბრაზილია, ყატარი, ვენესუელა, ეკვადორი, პერუ

თითოეული ჯგუფიდან პლეი-ოფში 4-4 საუკეთესო ნაკრები გავა და ასპარეზობას მეოთხედფინალური ეტაპიდან გააგრძელებენ.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის კოპა ამერიკას არგენტინა და კოლუმბია 21 ივნისიდან 12 ივლისამდე უმასპინძლებენ. არგენტინიდან მატჩებს ბუენოს აირესი, კორდობა, ლა პლატა, მენდოზა და სანტიაგო დელ ესტერო, ხოლო კოლუმბიიდან ბარანკილია, მედელინი, ბოგოტა და კალი უმასპინძლებენ. ფინალური მატჩი კი, კოლუმბიაში, ბარანკილიაში გაიმართება.

0.156118